понедельник, 5 мая 2014 г.

მერვე მეცხრე მოდულების რეფლექსია

  ტრენინგის ბოლო დღე იყო ემოციებით დატვირთული. თითოეულმა პედაგოგმა გააკეთა 10 წუთიანი პრეზენტაცია საკუთარი პროექტის ირგვლივ.  შევძელით პროექტის სრულყოფილად შესრულება და მისი გამოქვეყნება დრაივზე და შემდეგ ბლოგზე. კმაყოფილები ვართ ჩვენი შედეგებით, რადგან ქალბატონმა ნანამ შეძლო რამოდენიმე რთული საკითხის მრავალჯერადად გამეორება და ყველა მასწავლებელი გაიყვანა შედეგზე. ახლა უკვე ვიცით როგორ წარვმართოდ სასწავლო პროექტები ისე,რომ მოსწავლეები ვაზიაროთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს. აღსანიშნავია ქალბატონი ნანას ულევი ენერგია, რადგან შესვენების დროს და  ტრენინგის დასრულების შემდეგაც აკმაყოფილებდა მასწავლებლების ინტერესებს. ამისათვის დიდ მადლობას გადავუხდით მას და ამ პროექტის გზამკვლევებს. , საინტერესო პროგრამების შესწავლაზე არასოდეს არ ვიტყვით უარს ველით მოუთმენლად.
                                                         პატივისცემით:თ. ალიმბარაშვილი
                                                                   

среда, 30 апреля 2014 г.

მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია

  მეექვსე, მეშვიდე მოდულში ვისწავლეთ თუ,როგორ ვაქციოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლულებად, რათა დავაკმაყოფილოდ მათი განსხვავებული საჭიროებები.
  გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა.ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებისა დატექნოლოგიების ინტეგრირებული სამუშაო ფურცელის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
 ავღწერეთ:  -ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური სტილი
  მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება.
 გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
  ყველა ტიპის შემსწავლელი, საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რათა გაიზარდოს მოსწავლეების თვითშეფასება და დამოკიდებულება.
  პედაგოგები დავწყვილდით,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. ავღნიშნეთ  3 რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, 2 შეკითხვა და ერთი რჩევა. ძალიან საინტერესო რჩევა მივიღე ჩემი მეწყვილესგან,რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის მსვლელობისას.
  დრაივზე ატვირთული, ჩვენი პროექტის პრეზენტაცია  ბლოგზე განვათავსეთ.
 მოხარული ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება შეგვესწავლა მაღალი დონის სასწავლო პროექტები. ვაკეთებ მონიშვნებს ქალბატონ  ნანას საუბრებიდან, რომ არ გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი. ჩემი მოლოდინები გამართლდა.აქ მიღებულ გამოცდილებას ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ. 


                                                                                                              

  

вторник, 29 апреля 2014 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

   ამ მოდულში გავეცანით ფორმალურ და არაფორმალურ შეფასების რუბრიკებს, ქულების მინიჭების სქემებს და ჩეკლისტებს.
   გავიაზრეთ თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა და როგორ ჩავრთო ისინი შეფასების პროცესში.
  გავეცანით საინტერესო ფაილებს, განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ თვითშეფასების რეფლექსიაზე,რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასებაა, რაც დამეხმარება ძლიერი მხარეების შენარჩუნებასა და სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში. ამ განმავითარებელი შეფასების ფაილს შევინახავ ჩემს პორთფოლიოში.
    გავხსენით პროექტების შეფასების რესურსი დაგავეცანით შეფასების გეგმებს.
    მოსწავლის ნაშრომი და შეფასების ფორმები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
    პედაგოგებმა წყვილებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკაზე.
     ვისწავლეთ დრაივზე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა,შემდეგ მათი გადაქცევა დრაივის დოკუმენტათ. 
     ჩემი მოლოდინები მართლდება, მართლაც ინოვაციური და საინტერესო პროექტები გამოგვდის ყველას, მადლობას გადავუხდით ქალბატონ ნანას გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის. 

среда, 23 апреля 2014 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

   მეოთხე მოდულში გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას. განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.დავგეგმეთ,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციების, პუბლიკაციების ნიმუშები. გავეცანით აგრეთვე ვიკის და ბლოგის მნიშვნელობას კონკრეტულ სასწავლო მიზნებისათვის.
   შევასრულეთ "დაფიქრდი, გაუზიარე" აქტივობა,სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები საკუთარი პროექტის პრეზენტაციებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.მოვისმინე ჩემი მეწყვილეს მოსაზრებები ჩემს პროექტთან დაკავშირებით.
    პროექტის ფარგლებში პედაგოგთა პრაქტიკის საკითხებზე გავმართეთ დისკუსიები,სადაც არჩეული სამი ძირითადი მნიშვნელობის მქონე წინადადების გარშემო ვიმსჯელეთ. 
   თემატური გეგმის ინდექსზე დაწკაპუნებით გავხსენით ჩვენთვის საინტერესო თემები.განვიხილეთ მოსწავლეების პრეზენტაციისა და გაზეთების ნიმუშები. ვიმსჯელეთ თუ რომელი სტანდარტები და მიზნები მიმართულების საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები იყო ასახული ამ ნიმუშებში.
   ეს მოდული დამეხმარა იმაში თუ როგორ შევქმნათ მოსწავლის ნაშრომი ისე, რომ არ გავცდეთ მიზანს და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.

пятница, 18 апреля 2014 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

     მეორე მოდულში  გავეცანით თანამედროვე მისაღწევ შედეგებს, ინდიკატორებს,მათზე დაყრდნობით დავისახავთ  სასწავლო მიზნებს.
     შევიმუშავეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.კითხვის ეფექტურად დასმა განაპირობებს,მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, საშუალებას აძლევთ მათ, დაინახონ კავშირი სხვადასხვა დისციპლინებს შორის. იზრდება ჩართულობის ხარისხი სასწავლო პროცესში.
     გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას.
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები.სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ოთხივე მიზანი.როგორიცაა:ა)მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ)თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა,გ)პროგრესის მონიტორინგი, დ)ნასწავლის გააზრების შეფასება. განმსაზღრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცა: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ- ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
  მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.შევქმენით სლაიდები,შევაჯამეთ იდეები თემის შესახებ.
   შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა, ჩასწორება, yutub.com-იდან ვიდეოს ატვირთვა. სიღრმისეულად განვიხილეთ power point-ის პროგრამა.ვისწავლეთ pizar.com პროგრამით პოტოების შექმნა.
   ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულებების მომცემი კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.