მეექვსე, მეშვიდე მოდულში ვისწავლეთ თუ,როგორ ვაქციოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლულებად, რათა დავაკმაყოფილოდ მათი განსხვავებული საჭიროებები.
გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა.ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებისა დატექნოლოგიების ინტეგრირებული სამუშაო ფურცელის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ავღწერეთ: -ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური სტილი
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება.
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
ყველა ტიპის შემსწავლელი, საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რათა გაიზარდოს მოსწავლეების თვითშეფასება და დამოკიდებულება.
პედაგოგები დავწყვილდით,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. ავღნიშნეთ 3 რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, 2 შეკითხვა და ერთი რჩევა. ძალიან საინტერესო რჩევა მივიღე ჩემი მეწყვილესგან,რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის მსვლელობისას.
დრაივზე ატვირთული, ჩვენი პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე განვათავსეთ.
მოხარული ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება შეგვესწავლა მაღალი დონის სასწავლო პროექტები. ვაკეთებ მონიშვნებს ქალბატონ ნანას საუბრებიდან, რომ არ გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი. ჩემი მოლოდინები გამართლდა.აქ მიღებულ გამოცდილებას ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий