პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და კოლეგების მოლოდინებს. საინტერესოა, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევასასა და21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სასწავლო პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები კვლევა-ძიების საშუალებით, ურთიერთთანამშრომლობით, ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტს . გაეზრდებათ მოტივაცია თუ დაინახავენ ნასწავლის საჭიროებას და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ თუ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ სხვებზე მოახდინონ დადებითი გავლენა.
გავაცნობიერეთ ავთენტური სწავლების მნიშვნელობა. გავეცანით გაკვეთილის მესამე ფაზაში გამოსაყენებელ კორნელის მეთოდს. ვუყურეთ ვიდეო ფილმს, რომელიც სუგატა მიტრას საინტერესო კვლევებს უკავშირდებოდა.კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭიროა ინტერნეტის გამოყენება,თანამშრომლობა, წახალისება. მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორის როლში და უწევდეს მეგზურობას მოსწავლეებს. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ კითხვის სწავლებას,ექსპერიმენტების ჩატარებას.გამოცდა და დასჯა კეტავს ტვინს.
შევქმენით საქაღალდეები, დავამზადეთ ბროშურები, გავეცანით ელექტრონულ წიგნს, სადაც დაწვრილებით არის მოცემული თითოეული მოდულის მთავარი საკითხები და რესურსები სასწავლო პროექტის შესაქმნელად. გავიგეთ, ისიც ,რომ პროექტების დაგეგმვისას აუცილებელია 4 ძირითადი მინიმუმის გათვალისწინება. ა)პროექტის პრეზენტაციის შექმნა, ბ)პროექტის გეგმა,გ) მოსწავლის ნაშრომი.დ)ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
შევქმენით ბლოგები და გავეცანით მის მნიშვნელობას.

Комментариев нет:
Отправить комментарий