среда, 30 апреля 2014 г.

მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია

  მეექვსე, მეშვიდე მოდულში ვისწავლეთ თუ,როგორ ვაქციოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლულებად, რათა დავაკმაყოფილოდ მათი განსხვავებული საჭიროებები.
  გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა.ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებისა დატექნოლოგიების ინტეგრირებული სამუშაო ფურცელის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
 ავღწერეთ:  -ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური სტილი
  მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება.
 გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
  ყველა ტიპის შემსწავლელი, საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რათა გაიზარდოს მოსწავლეების თვითშეფასება და დამოკიდებულება.
  პედაგოგები დავწყვილდით,გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. ავღნიშნეთ  3 რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, 2 შეკითხვა და ერთი რჩევა. ძალიან საინტერესო რჩევა მივიღე ჩემი მეწყვილესგან,რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის მსვლელობისას.
  დრაივზე ატვირთული, ჩვენი პროექტის პრეზენტაცია  ბლოგზე განვათავსეთ.
 მოხარული ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება შეგვესწავლა მაღალი დონის სასწავლო პროექტები. ვაკეთებ მონიშვნებს ქალბატონ  ნანას საუბრებიდან, რომ არ გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი. ჩემი მოლოდინები გამართლდა.აქ მიღებულ გამოცდილებას ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ. 


                                                                                                              

  

вторник, 29 апреля 2014 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

   ამ მოდულში გავეცანით ფორმალურ და არაფორმალურ შეფასების რუბრიკებს, ქულების მინიჭების სქემებს და ჩეკლისტებს.
   გავიაზრეთ თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა და როგორ ჩავრთო ისინი შეფასების პროცესში.
  გავეცანით საინტერესო ფაილებს, განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ თვითშეფასების რეფლექსიაზე,რომელიც მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასებაა, რაც დამეხმარება ძლიერი მხარეების შენარჩუნებასა და სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში. ამ განმავითარებელი შეფასების ფაილს შევინახავ ჩემს პორთფოლიოში.
    გავხსენით პროექტების შეფასების რესურსი დაგავეცანით შეფასების გეგმებს.
    მოსწავლის ნაშრომი და შეფასების ფორმები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
    პედაგოგებმა წყვილებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკაზე.
     ვისწავლეთ დრაივზე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა,შემდეგ მათი გადაქცევა დრაივის დოკუმენტათ. 
     ჩემი მოლოდინები მართლდება, მართლაც ინოვაციური და საინტერესო პროექტები გამოგვდის ყველას, მადლობას გადავუხდით ქალბატონ ნანას გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის. 

среда, 23 апреля 2014 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

   მეოთხე მოდულში გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას. განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.დავგეგმეთ,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციების, პუბლიკაციების ნიმუშები. გავეცანით აგრეთვე ვიკის და ბლოგის მნიშვნელობას კონკრეტულ სასწავლო მიზნებისათვის.
   შევასრულეთ "დაფიქრდი, გაუზიარე" აქტივობა,სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები საკუთარი პროექტის პრეზენტაციებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.მოვისმინე ჩემი მეწყვილეს მოსაზრებები ჩემს პროექტთან დაკავშირებით.
    პროექტის ფარგლებში პედაგოგთა პრაქტიკის საკითხებზე გავმართეთ დისკუსიები,სადაც არჩეული სამი ძირითადი მნიშვნელობის მქონე წინადადების გარშემო ვიმსჯელეთ. 
   თემატური გეგმის ინდექსზე დაწკაპუნებით გავხსენით ჩვენთვის საინტერესო თემები.განვიხილეთ მოსწავლეების პრეზენტაციისა და გაზეთების ნიმუშები. ვიმსჯელეთ თუ რომელი სტანდარტები და მიზნები მიმართულების საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები იყო ასახული ამ ნიმუშებში.
   ეს მოდული დამეხმარა იმაში თუ როგორ შევქმნათ მოსწავლის ნაშრომი ისე, რომ არ გავცდეთ მიზანს და გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.

пятница, 18 апреля 2014 г.

მეორე მოდულის რეფლექსია

     მეორე მოდულში  გავეცანით თანამედროვე მისაღწევ შედეგებს, ინდიკატორებს,მათზე დაყრდნობით დავისახავთ  სასწავლო მიზნებს.
     შევიმუშავეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.კითხვის ეფექტურად დასმა განაპირობებს,მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, საშუალებას აძლევთ მათ, დაინახონ კავშირი სხვადასხვა დისციპლინებს შორის. იზრდება ჩართულობის ხარისხი სასწავლო პროცესში.
     გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას.
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები.სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ოთხივე მიზანი.როგორიცაა:ა)მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ)თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა,გ)პროგრესის მონიტორინგი, დ)ნასწავლის გააზრების შეფასება. განმსაზღრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცა: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ- ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
  მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.შევქმენით სლაიდები,შევაჯამეთ იდეები თემის შესახებ.
   შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა, ჩასწორება, yutub.com-იდან ვიდეოს ატვირთვა. სიღრმისეულად განვიხილეთ power point-ის პროგრამა.ვისწავლეთ pizar.com პროგრამით პოტოების შექმნა.
   ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულებების მომცემი კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

    პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და კოლეგების მოლოდინებს. საინტერესოა, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევასასა და21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
      სასწავლო პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები კვლევა-ძიების საშუალებით, ურთიერთთანამშრომლობით, ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტს . გაეზრდებათ მოტივაცია  თუ დაინახავენ ნასწავლის საჭიროებას და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ თუ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ სხვებზე მოახდინონ დადებითი გავლენა.
      გავაცნობიერეთ ავთენტური სწავლების მნიშვნელობა. გავეცანით გაკვეთილის მესამე ფაზაში  გამოსაყენებელ კორნელის მეთოდს. ვუყურეთ ვიდეო ფილმს, რომელიც სუგატა  მიტრას საინტერესო კვლევებს უკავშირდებოდა.კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭიროა ინტერნეტის გამოყენება,თანამშრომლობა, წახალისება. მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორის როლში და უწევდეს მეგზურობას მოსწავლეებს. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ კითხვის სწავლებას,ექსპერიმენტების ჩატარებას.გამოცდა და დასჯა კეტავს ტვინს.
            შევქმენით საქაღალდეები, დავამზადეთ ბროშურები, გავეცანით ელექტრონულ წიგნს, სადაც დაწვრილებით არის მოცემული თითოეული მოდულის მთავარი საკითხები და რესურსები სასწავლო პროექტის შესაქმნელად. გავიგეთ, ისიც ,რომ პროექტების დაგეგმვისას აუცილებელია 4 ძირითადი მინიმუმის გათვალისწინება. ა)პროექტის პრეზენტაციის შექმნა, ბ)პროექტის გეგმა,გ) მოსწავლის ნაშრომი.დ)ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
     შევქმენით ბლოგები და გავეცანით მის მნიშვნელობას.